სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო...

საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესპანელ კოლეგას, მონიკა გარსია გომესს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, საერთო გლობალურ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სარჯველაძის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights