პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტროსააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები...

სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.

მობილური ჯგუფების გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხათუნა ცერცვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მოქალაქეთა გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიმართულებით.

სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „DRG სისტემის ფარგლებში უკვე 40 ბავშვი მკურნალობს მსოფლიოს 3 ქვეყანაში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights