პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტროფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას...

ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს

უყურეთ სამყაროს ჯანსაღი თვალებით! – ქალაქ კასპში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კასპის ფილიალი გაიხსნა, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ფილიალის გახსნა საუკეთესო შეთავაზებაა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ისინი არა დედაქალაქში, არამედ ადგილზე მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას.

„ოფთალმიჯის“ დამფუძნებელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჯავრიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კასპში ფილიალის გახსნა როგორც კასპელისთვის (სოფელი ერთაწმინდა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს.

ფილიალის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა აქცია – პაციენტების უფასო გასინჯვა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პროფესორ გიორგი ჯავრიშვილს ადგილობრივებისათვის ამ შესაძლებლობის მიცემისთვის და წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტეტანუსი — ძველი საფრთხე, რომელიც ახლაც კლავს - რატომ არის ეს ისევ აქტუალური?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights