ციურიხის უნივერსიტეტისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სისხლძარღვების დახშობით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობა შეიძლება ღეროვანი უჯრედების ინიექციით მოხდეს.
ერთ მშვენიერ დღეს, ეს შედეგები დაკარგული ფუნქციების აღდგენაში შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს, რომლებმაც ინსულტის ზოგიერთი ფორმა გადაიტანეს.
ინსულტის შედეგად თავის ტვინის დაზიანების მქონე თაგვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ღეროვანი უჯრედების შეყვანის შემდეგ, ისინი შეიძლება წარმატებით გადაიქცნენ ტვინის მოუმწიფებელ უჯრედებად. შედეგები დრამატული იყო — შეყვანილ უჯრედთა უმეტესობა ადგილზე დარჩა, უვითარდებოდათ სრულად ფუნქციონირებადი ნეირონების თვისებები და კომუნიკაცია მიმდებარე უჯრედებთან.
„დავადგინეთ, რომ ღეროვანი უჯრედები ანალიზის სრული პერიოდი, ხუთი კვირის განმავლობაში გადარჩნენ და მათი უმეტესობა ნეირონებად გარდაიქმნა, რომლებიც კომუნიკაციასაც კი ამყარებდნენ თავის ტვინის უკვე არსებულ უჯრედებთან“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi