ახალმა ვაქცინამ კლინიკურ ცდებში დადებითი შედეგი აჩვენა ორი აგრესიული კიბოს წინააღმდეგ

0
427
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

პანკრეასის და კოლორექტული (მსხვილი ან წვრილი ნაწლავის) კიბოების მკურნალობა რთულია და თითოეულ მათგანს მკურნალობის შემდეგ წლებში რეციდივის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ახალი ვაქცინა, სახელად ELI-002 2P ახალ იმედს აჩენს ამ სასტიკი დაავადებით დაავადებულთათვის; ყოველ შემთხვევაში, ასე აჩვენა უახლესმა კლინიკურმა ცდებმა.

აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუციის მკვლევართა მიერ შექმნილი ეს ვაქცინა მიზანში იღებს მუტაციებს KRAS გენში. ეს მუტაციები გვხვდება პანკრეასის კიბოს შემთხვევათა 93 პროცენტში და კოლორექტული კიბოს შემთხვევათა 50 პროცენტში.

მიმწოდებელ სისტემასთან შეწყვილებით, რომელსაც ვაქცინის აქტიური აგენტი პირდაპირ ლიმფურ კვანძებში მიაქვს, პრეპარატი ისეა შექმნილი, რომ ზუსტად იღებს მიზანში იმუნური სისტემის იმ ნაწილებს, სადაც სხვადასხვა იმუნური უჯრედებია თავმოყრილი.

„ამაღელვებელი მიღწევაა KRAS-ით გამოწვეული კიბოს პაციენტებისთვის, განსაკუთრებით პანკრეასის კიბოსი, სადაც მკურნალობის შემდეგ რეციდივი თითქმის მოცემულობაა და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები შეზღუდულია“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგი ზევ ვაინბერგი.

ვაქცინა დატესტეს პანკრეასის კიბოსგან გამოჯანმრთელებულ 20 პაციენტზე და კოლორექტული კიბოსგან გამოჯანმრთელებულ ხუთ პაციენტზე. კიბოს მოსაცილებლად ყველა მათგანს ქირურგიული ჩარევა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ შემდეგი ტესტები აჩვენებდა ნიშნებს იმისა, რომ დიდი ალბათობით, კიბო კვლავ ბრუნდებოდა. გააგრძელეთ კითხვა

აცერი და დაიცავი
ახალმა ვაქცინამ კლინიკურ ცდებში დადებითი შედეგი აჩვენა ორი აგრესიული კიბოს წინააღმდეგ | sheniekimige
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საფრთხე საქართველოშიც იზრდება? - ჩიკუნგუნიას ვირუსმა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის და ძლიერ ტკივილს იწვევს, მსოფლიოს უკვე აშინებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ