სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, – განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ – ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. „სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა – დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები“-ირაკლი ლექვინაძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/09/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniekimi.ge
