ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარისხვა-ამბები„იქ­ნებ ერთი მო­ზარ­დი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ... ან არა მარ­ტო მო­ზარ­დი - არაფერი ვიცოდი...

„იქ­ნებ ერთი მო­ზარ­დი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ… ან არა მარ­ტო მო­ზარ­დი – არაფერი ვიცოდი ამ “სასტიკ პრეპარატზე“- თეონა კონტრიძე

ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი რედი-მა­რი­ა­მი ერთ-ერთ გა­რეკ­ლა­მე­ბულ წო­ნა­ში და­საკ­ლებ ინი­ექ­ცი­ას 14 წლი­დან იკე­თებ­და. თე­ო­ნას თქმით, წა­მა­ლი მო­ზარდს კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­უ­ნიშ­ნა და ის, რო­გორც დედა, ეჭ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­თან­ხმდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სი­ტუ­ა­ცი­ას “სას­ტი­კი სირ­ცხვი­ლი” უწო­და.

  • “არ ვჭამ, არ ვსვამ, არა­ფე­რი მი­ხა­რია, არ მინ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გას­ვლა, არ გინ­დათ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა”, – შეს­ჩივ­ლა დე­დას რედი-მა­რი­ამ­მა. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ აღი­ა­რა, რომ შვი­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ახლა მას და­ნა­შა­უ­ლის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა აწუ­ხებს.

16 წლის ასაკ­ში რედი-მა­რი­ა­მი სე­რი­ო­ზუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მან რამ­დე­ნი­მე თვე­ში 23 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, რა­მაც ორ­გა­ნიზ­მზე და ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

“მე ვიცი, რომ ეს ვი­დეო ბევრ კრი­ტი­კას გა­მო­იწ­ვევს და ყვე­ლა „ყვე­ლაფ­რის­მცოდ­ნე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა… დიდი ხა­ნია ვგეგ­მავ­დით ამის ჩა­წე­რას.

ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლის ასაკ­ში იკე­თებ­და ოზემ­პი­კის ინი­ექ­ცი­ებს, და ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ამ სას­ტიკ ქმე­დე­ბას დავ­თან­ხმდი. მა­შინ არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამ პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ის კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ახლო მე­გობ­რებ­მა გვირ­ჩი­ეს.

და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მა­წუ­ხებს, მაგ­რამ ეს უკვე მოხ­და და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, დას­რულ­და. იქ­ნებ ამ ვი­დე­ომ მა­ინც და­არ­წმუ­ნოს თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ არ მი­ი­ღოს ეს წა­მა­ლი… იქ­ნებ ერთი მო­ზარ­დი მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნოთ… ან არა მარ­ტო მო­ზარ­დი.

ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ისე­თი­ვე სა­ში­ში არ არის, რო­გორც ამას ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მას სხვა გზე­ბი­თაც გა­უმკლავ­დეთ. ნუ ეძებთ მარ­ტივ გა­მო­სა­ვალს, ის შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პროდუქტების სია - ინდური „Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია — აკრძალვები და სიფრთხილის აუცილებლობა!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights