სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომინისტრის თქმით, სამედიცინო პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს, მომავალ საქმიანობაში, წარმატება...

მინისტრის თქმით, სამედიცინო პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს, მომავალ საქმიანობაში, წარმატება უსურვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიულოცა. მინისტრის თქმით, სამედიცინო პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და სტუდენტებს, მომავალ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.
სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.
ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველკურსელები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
საზეიმო ღონისძიებას, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მისი მოადგილე თეა გიორგაძეც ესწრებოდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „პრობლემა თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში, მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights