2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში.
ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ბავშვს 5-დან 19 წლამდე (391 მილიონი ბავშვი) ჭარბი წონა აქვს. ამასთან, კვების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება 5-წლამდე ბავშვებში საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში.
UNICEF-ის ანგარიში 190-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი. წონის უკმარისობის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში 2000 წლიდან 13%-დან 9,2%-მდე შემცირდა, სიმსუქნის მაჩვენებელი კი 3%-დან 9,4%-მდე გაიზარდა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. UNICEF: 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/09/10/unicef-2025-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/
sheniekimi.ge
