შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისამინისტრო„რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება“-მიხეილ სარჯველაძე

„რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძე კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს – ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights