სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარისამინისტრო„კერძო ჩანაცვლებითი სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ნარკოტიკების ლეგალურ უზრუნველყოფაზე, გვიწევს ამ მიდგომის...

„კერძო ჩანაცვლებითი სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ნარკოტიკების ლეგალურ უზრუნველყოფაზე, გვიწევს ამ მიდგომის შეცვლა და ბენეფიციარის გამოჯანმრთელებაზე ორიენტირება“-მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.

სარჯველაძემ კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ რეფორმის დაწყება მართებული იყო.

„აბსოლუტურად მართებულად დაიგეგმა მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის განახლებას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ნაკლოვანებებზე, რომლებიც ცალსახად გამოვლინდა რეფორმის პროცესში. მოგეხსენებათ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დასრულდა პირველი ეტაპი რეფორმისა, რომელიც გულისხმობს კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის გაუქმებას და ამ სერვისის მიწოდების გაგრძელებას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს ის მანკიერებები, რომლებიც კერძო ჩანაცვლებითი სისტემის თანმხლები იყო. მაგალითად, გამოვლინდა პრაქტიკა ერთისა და იმავე პირის მიერ ერთდროულად სხვადასხვა კერძო ჩანაცვლებით პუნქტებში სერვისის მიღების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ კონტროლის მიღმა რჩება ბენეფიციარი.

ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იქნა ასობით ადამიანი, რომლებმაც პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა პირმა გადმოინაცვლა სახელმწიფო ჩანაცვლებით თერაპიის სისტემაში, მოითხოვა მისთვის მანამდე განსაზღვრული დოზის სამჯერ შემცირება. კერძოდ, 24 მილიგრამიდან, რაც იყო მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დოზა, თანახმობა განაცხადა მხოლოდ რვა მილიგრამის მოხმარებაზე. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად შეუძლია, თავად მოუძებნოს ახსნა, რას შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი მანკიერებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არის მცდელობები ნარკოტიკული საშუალების გარეთ გატანის, რაზეც სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება აქვს.

„არის ნარკოტიკული საშუალების გატანის მცდელობები. სისტემა მზად არის, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ამ გარემოებების გამოვლენა ხორციელდება და ჩვენ ვიქნებით მოწოდებული საიმისოდ, რომ არცერთი ასეთი ინციდენტი არ დაფიქსირდეს. ასეთი მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი. ამას სახელმწიფოს ვერცერთი დაწესებულება ვერ შეეგუება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რეფორმის მომდევნო ფაზებიც აქტიურად მიმდინარეობს, რათა რაც შეიძლება შედეგზე ორიენტირებული იყოს ჩანაცვლებითი თერაპია.

  პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები - ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი

„მანამდე არსებული პრაქტიკით, კერძო ჩანაცვლებითი სისტემა მთლიანად ორიენტირებული იყო ნარკოტიკების ლეგალურ უზრუნველყოფაზე. მოგვიწევს ამ მიდგომის აბსოლუტურად შეცვლა და ორიენტირება იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს გამოჯანმრთელების ეფექტი. ეს ნიშნავს ხანგრძლივი რემისიის შემთხვევების გახშირებას, ამ გამოსავალზე მეტად ორიენტირებას. სამწუხაროდ, მიდგომა იყო, როდესაც დოზები იზრდებოდა კონკრეტული ბენეფიციარების შემთხვევაში, ზოგად რიცხვებშიც ასე იყო. კარგი გამოსავლით დასრულებული მკურნალობის შემთხვევები კრიტიკულად მცირე იყო ან ზოგან საერთოდ არ არსებობდა. ამ მიდგომასაც შევცვლით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights