სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეები„ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ფიზიკური და ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ არის შემცირებული“-ირაკლი კობახიძე

„ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ფიზიკური და ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ არის შემცირებული“-ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას – ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავებაც განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights