სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის...

„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება.

„მინდა, ექიმებსა და ექთნებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად, შეგვიძლია, გამოვაცხადოთ კონკურსი დამატებით, სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად.

კერძოდ, უახლოეს დღეებში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისათვის, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამ ფაქტორს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ასევე – მათ გამოცდილებას. თუმცა, მოგვიწევს მხედველობაში ისეთი ფაქტორების მიღება, როგორიც არის მათი კეთილსინდისიერება, გასაგები მიზეზების გამო. საბედნიეროდ, არსებობენ ნამდვილად ღირსეული ექიმები და ექთნები. თუმცა, სამწუხაროდ, მაგალითად ზემოაღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ყველა მათგანთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. ამდენად, კონკურსის პროცესში, ყველა ეს საკითხი დეტალურად შეფასდება და მიღებული იქნება რელევანტური გადაწყვეტილება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ლევან ჩაკვეტაძეს, თანამდებობის დატოვება, რამდენიმე თვის წინაც უნდოდა, თუმცა რეფორმის განხორციელების პროცესში, მინისტრის თხოვნით, აღნიშნულისაგან თავი შეიკავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights