საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს „ნუკი კოსმეტიკს“, კერძოდ, ვიტამინების დანამატს აკრიტიკებს:
„VITANUKI Beauty Vitamin Blend არ არის რეკომენდებული
პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნუკის მიმართ მხოლოდ სიმპათია და პატივისცემა მაქვს — ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება არ ეხება მის პიროვნებას და არც მის სუნამოების ხაზს, რომელიც, ვფიქრობ, შეიძლება მართლაც მაღალი ხარისხის იყოს და შესაბამისი სპეციალისტების შეფასებას საჭიროებს.
საუბარი ეხება მხოლოდ მის ვებსაიტზე წარმოდგენილ საკვებ დანამატებს.
ამ ეტაპზე „VITANUKI Beauty Vitamin Blend“ არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში პროდუქტის ფორმულა და დოკუმენტაცია დაიხვეწება, რაც საშუალებას მოგვცემს, იგი გადავიდეს რეკომენდებული დანამატების კატეგორიაში supplement.ge-ზე“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.