სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროიშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - რა დაუფინანსდებათ პაციენტებს განხორციელებული ცვლილების...

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება – რა დაუფინანსდებათ პაციენტებს განხორციელებული ცვლილების ფარგლებში

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება – სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.

ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა – შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები. ასევე, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა, მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა, ამ მიმართულებით არსებულ, სამომავლო გეგმებზეც.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილება, პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე — მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად, ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე.
როგორც პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უშუალოდ მინისტრთან განიხილავენ და პასუხებსაც მისგანვე ისმენენ.
განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, პაციენტებს დაუფინანსდებათ:
• ანტიბიოტიკები ტობრამიცინი და კოლომიცინი
• ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი (A, D, E, K)
• მუკონები (ჰიპერტონული ხსნარი) – 3% და 6%-იანი
• კომბინირებული პრეპარატი – იპრატროპიუმ ბრომიდი მონოჰიდრატის, ფენოტეროლ ჰიდრობრომიდი
• აცეტილცისტეინი (მუკოლიზური და ამოსახველებელი)
• ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ჰეპატოპროტექტორი)
აღნიშნული პრეპარატები მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს შეუწყობს დაავადების მართვას, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ზაზა ლომინაძე და ექიმები.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.
ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში 2025 წელს განხორციელდა. ივლისში, სამინისტრომ, რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება დაიწყო.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 000 000 ლარია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია შესაძლოა გარკვეული ფორმით გაგრძელდეს კერძო კომპანიების მხრიდან - რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობას, ეს იქნება სახელმწიფოს ფუნქცია და დაგვჭირდება ინტენსიური მუშაობა“-განაცხადა სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights