სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიშეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან...

შეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან გულის დაავადებების გენი

შეიძლება თუ არა ადამიანმა წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა სიმსივნის, დიაბეტის ან გულის დაავადებების გენი – გენეტიკოსი, მედიცინის დოქტორი მაკა ჭიპაშვილი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” თემაზე ვრცლად საუბრობს:

„გვაქვს როგორც გენეტიკურად განპირობებული, ასევე შეძენილი დაავადებები. ამ შემთხვევაში, გენეტიკურად განპირობებულ დაავადებებზე ვსაუბრობთ. ონკოლოგიური დაავადებების, დაახლოებით, 10% გენეტიკურად განპირობებულია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული – ძუძუს კიბოს გენი თუ აქვს ადამიანს, დაახლოებით, 40-50% შემთხვევებში, კიბოს განვითარების რისკი მაღალია. ხშირი სკრინინგი და იმ ფაქტორების თავიდან არიდება, რაც ძუძუს კიბოს განვითარებას ხელს უწყობს, მნიშვნელოვანია

მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, ინფარქტი, შეიძლება, გენეტიკურად განპირობებულიც იყოს და არაგენეტიკურად განპირობებულიც. როდესაც გენეალოგიურ ანალიზს ვატარებთ და გამოვიკითხავთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ პაციენტის ყველა თაობას გულის პრობლემები აწუხებდა. ძირითადად, თუ გენეტიკურად განპირობებულია, ადრეული გამოვლინება ახასიათებს ხოლმე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიდან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიაა აღსანიშნავი, რომელიც საკმაოდ მაღალი სიხშირითაა გავრცელებული”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის HMPV? - რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights