პარასკევი, მაისი 8, 2026
მთავარისამინისტრო„ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს“

„ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს“

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ.

სახელმწიფო სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ისინი მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა. როგორც განიმარტა, მათ შორის არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

ბენეფიციარებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს. ხოლო ამ დრომდე მოქმედი „ჩანაცვლებითი თერაპიის“ მიმწოდებელი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სერვისის მისაღებად რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა და ყველანი, მათ მიერვე შერჩეულ ცენტრებში, მომსახურებას სრულად უფასოდ მიიღებენ.

„ასეთ პირი გახლავთ 1512. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა – მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. გარდა ამისა, მოგვმართეს პირებმა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ დაადასტურეს შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა. დოზების შესახებ ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პაციენტების მიერ მიწოდებული მონაცემების სხვაობაზეც ისაუბრა.

  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

„რამდენად ხშირია ჩამოთვლილი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც პროგრამაში ჩასართავად არ მოუმართავს, ამის თქმა ახლა, ნამდვილად არ შეგვიძლია.

მინდა ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც დადასტურებული აქვს სახელმწიფო ცენტრებში მომსახურების მიღება, ყურადღება მიაქციოს დაწესებულებაში მისვლის დროს და დაიცვას შესაბამისი ინსტრუქციები – მათ შორის, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება – მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, ასეთი ბენეფიციარები, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.

აქვე მინდა აღვნიშნო, მზად ვართ იმისთვის, რომ თითოეულ ბენეფიციარს საჭირო სერვისი სრულფასოვნად მივაწოდოთ როგორც პერსონალის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, არის მედიკამენტების მარაგი და სერვისის მისაწოდებლად არსებული პროცედურები სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა კერძო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დასაქმების საკითხზეც ისაუბრა.

„უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ კერძო ცენტრების სამედიცინო პერსონალის პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვა. ასეთი არის, დაახლოებით, 60 ექიმი. რა თქმა უნდა, მათ დაემატებიან ექთნებიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამინისტრო, პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება წარმატებისათვის საჭირო ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სამედიცინო მიმართულებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

„მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ და დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights