შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარისამინისტრო„ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი“- სარჯველაძე ჩანაცვლებითი...

„ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი“- სარჯველაძე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე

გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

პროცესი [ ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა] ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ვინც მოგვმართა, ყველამ შეძლო, რომ აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მომავალშიც ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდებათ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მათზე ორიენტირებით წარიმართება და პროცესი იქნება შეუქცევადი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  იმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights