სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიFDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი ლენაკაპავირი დაამტკიცა – კაფსიდის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასი, თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს აივ ინფექციისგან და Yeztugo ბრენდის სახელწოდებით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.

Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ FDA-ს მიერ დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და რეალურ შესაძლებლობას იძლევა აივ ინფექციის დასასრულებლად. 

“ეს ისტორიული დღეა აივ ინფექციის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში. Yeztugo ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და გთავაზობთ ძალიან რეალურ შესაძლებლობას აივ ეპიდემიის დასასრულებლად.

ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ არის საჭირო და კლინიკურ კვლევებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეცვალოს აივ ინფექციის პრევენცია. Gilead-ის მეცნიერებმა აივ ინფექციის დასრულება თავიანთი ცხოვრების საქმედ აქციეს და ახლა, FDA-ს მიერ Yeztugo-ს დამტკიცებით და ჩვენს მრავალ პარტნიორთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მიზნის რეალობად ქცევაში,” – განაცხადა მან. 

New Atlas-ის ცნობით, გლობალური ფონდი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა სწრაფად შეიქმნას ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომლებიც ლენაკაპავირის ყველაზე მეტად საჭირო, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მიწოდებისთვისაა აუცილებელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა რკინადეფიციტური ანემია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights