მოთხოვნები ხორცისადმი ევროკავშირში

#post_seo_title

მოთხოვნები ხორცისადმი ევროკავშირში

განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი ხორცისა და თევზის რამდენიმე პროდუქტისადმი. ესენია: ხორცის ფარში და ხორცის და თევზის ისეთი ნახვარფაბრიკატები, რომელთაც ერთიანი ნაჭრის/ფილეს შესახედაობა აქვს.

კერძოდ, მკაცრად დადგენილია, თუ რისგან შეიძლება დამზადდეს პროდუქტი, რომელიც იყიდება გატარებული ხორცის/ხორცის ფარშის (minced meat) დასახელებით. ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ჩონჩხის კუნთები და მიმდებარე ცხიმი. იკრძალება თავ-ფეხის (გარდა საღეჭი კუნთებისა), ტყავის, შიგნეულის და ძვლების ჩამონაფხეკის, აგრეთვე ე.წ. „მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის“   გამოყენება. დაიშვება სუფრის მარილის დამატება 1%-ზე ნაკლები ოდენობით. იზღუდება ცხიმის და შემაერთებელი ქსოვილის შემცველობაც. ისინი აუცილებლად უნდა მიეთითოს პროდუქტზე და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

პროდუქტის დასახელება
ცხიმი
შემაერთებელი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის წილი ხორცში განისაზღვრება, როგორც კოლაგენის წილი ხორცის სხვა ცილებში. თავის მხრივ კოლაგენის რაოდენობა განისაზღვრება ამინომჟავა ჰიდროქსიპროლინის რაოდენობის გამრავლებით კოეფიციენტ 8-ზე. იხ. VI დანართის ნაწილი B.
ხორცის ფარში მჭლე
(lean minced meat)
7% 12%
საქონლის ხორცის ფარში
(minced pure beef)
20% 15%
ხორცის ფარში ღორის ხორცით
(minced meat containing pigmeat)
30% 18%
[სხვა ცხოველის/ფრინველის] ხორცის ფარში
(minced meat of other species)
25% 15%

გარდა ამისა, ფარშზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ კერძოდ რომელი ცხოველის/ფრინველის ხორცია გამოყენებული მის დასამზადებლად და რა რაოდენობით. კითხვის გაგრძელება…

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  საკვები დანამატების უსაფრთხოება — საქართველო გადადის EU სტანდარტებზე, საკვები დანამატების უსაფრთხოება საქართველოში პირველად ხვდება მკაცრ სახელმწიფო კონტროლში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ