პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმიროგორ შეიძლება დიაბეტის კონტროლი? როგორაა შესაძლებელი დიაბეტის მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

როგორ შეიძლება დიაბეტის კონტროლი? როგორაა შესაძლებელი დიაბეტის მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ან არგამოიმუშავებს საკმარის ინსულინს (ტიპი 1), ან არ შეუძლია მისი ეფექტურად გამოყენება, რაც იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს (ტიპი 2).
ინსულინი სისხლში შაქრის მარეგულირებელი ჰორმონია. ჰიპერგლიკემია, ანუ, სისხლში შაქრის მომატებული ოდენობა უკონტროლო დიაბეტის შედეგია და დროთა განმავლობაში სხეულის სხვადასხვა სისტემის, განსაკუთრებით კი ნერვებისა და სისხლძარღვების სერიოზული დაზიანების გამოწვევა შეუძლია. დიაბეტის მქონე ადამიანებში უფრო ხშირია ისეთი პრობლემები, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი თუ თირკმლის უკმარისობა, მხედველობისა თუ ფეხის დაზიანება.
რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტს?
დიაბეტის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. მე-2 ტიპის დიაბეტის დროს სიმპტომები ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს და დაა­ვადება, შესაძლოა, წლების მერე გამოვლინდეს.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია წყურვილის ძლიერი შეგრძნება, გახშირებული შარდვა, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობის შეგრძნება და წონის მოულოდნელად კლება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
  • დიაბეტის დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე არის შესაძლებელი სისხლში შაქრის შემცველობის გაზომვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპი 2 დიაბეტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  • დიაბეტის დროულად გამოვლენა ექიმთან ხშირი შემოწმებით და სისხლის ანალიზებითაა შესაძლებელი.
  • დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში ექიმი ადგენს მკურნალობის სქემას, ნიშნავს მედიკამენტებს და შემდგომი შემოწმების განრიგს. სისხლში შაქრის შემცირებისთვის საჭირო მედიკამენტებთან ერთად ექიმმა, შესაძლოა, წნევის დამწევი საშუალებებიც დანიშნოს, გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ექიმი ასევე დაადგენს დიაბეტით გამოწვეული სხვა გართულებების (ფეხის წყლულები, თირკმლის გართულება, თვალის დაზიანება) მკურნალობის პროცესსაც.
იცოდით?
  • მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით
  • დიაბეტი სიბრმავის, თირკმელების უკმარისობის, გულის შეტევის, ინსულტისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის წამყვანი მიზეზია.
  • ჯანსაღი კვებით, რეგულარული ვარჯიშით, სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნე­ბით და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით შესაძლებელია მე-2 ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება.
როგორ შეიძლება დიაბეტის კონტროლი?
ტიპი 2 დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ვინაიდან მის გამომწვევ ფაქტორებს შორის არის ჭარბწონიანობა თუ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. ცხოვრების სტილის ცვლილებითაც შესაძლებელია მე-2 ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან შენელება. ამისთვის, რეკომენდებულია:
  • ჯანსაღი წონის მიღწევა და შენარჩუნება;
  • საშუალო დატვირთვით ვარჯიში დღეში დაახლოებით 30 წუთის
  • განმავლობაში;
  • ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, შაქრის და გაჯერებული ცხიმების
  • ამოღებით;
  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა.
  თირკმლის დაავადებები დიაბეტის დროს
როგორაა შესაძლებელი დიაბეტის მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?
საქართველოში, 110 სოფლის ამბულატორიაში უკვე დაინერგა ტელემედიცინის სერვისები. ეს ნიშნავს რომ პაციენტს შეუძლია დიაბეტთან დაკავშირებული კონსულტაციები ვიწრო სპეციალობის ექიმთან თავისივე სოფლის ამბულატორიიდან მიიღოს.
ტელემედიცინის დანადგარის მეშვეობით პაციენტი ვიდეო კონსულტაციას გადის სპეციალისტ ექიმთან, სადაც ხდება რისკების შეფასება, სხვადასხვა ფაქტორების განხილვა და დანიშნულების გაცემა. გარდა ამისა, ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ოფთალმოსკოპი, ექიმი შეძლებს გამოიკვლიოს პაციენტის თვალის მდგომარეობა და დროულად გამოავლინოს დიაბეტით გამოწვეული შესაძლო დაზიანება.
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „ሮባዐዕ ಗು ၅၆်လလ 3ဂမြကလ၅တ ማ“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights