“ელიზაბეტ არდენის” საცხი ჯანმრთელობისათვის მავნე აღმოჩნდა

0
614
#post_seo_title
“ელიზაბეტ არდენის” საცხი ჯანმრთელობისათვის მავნე აღმოჩნდა
რუმინეთის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გამოავლინა, რომ “ელიზაბეტ არდენის” ბრენდის სახის საცხი ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებას butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს შეიცავს. ნივთიერება მითითებულია პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში. ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული ნივთიერების გამოყენება კოსმეტიკურ პროდუქციაში აკრძალულია. მან შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და, ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი.
პროდუქტის სახელწოდება ეტიკეტის მიხედვით: Ceramide Premiere – Intense Moisture and Renewal Overnight Regeneration Cream
საფრთხის შემცველი პარტიის ნომერი: E5NC
მოდელის ტიპი/ნომერი: CERN 40092
შტრიხკოდი: 085805127107
გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია ზემოაღნიშნული პარტია საქართველოშიც თუა შემოსული. თუმცა, თუკი ეს პროდუქტი შეძენილი გაქვთ, ან აპირებთ მის შეძენას, ყურადღება მიაქციეთ მისი პარტიის ნომერს, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში “ელიზაბეტ არდენის” პროდუქციის შემომტანები და გამყიდველები არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას, ხოლო უკვე გაყიდულ პროდუქციას დაიბრუნებენ.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ
  • ყველა, მათ შორის, მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიების პროდუქციაც კი შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
  • აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა შეუძლებელია.

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports

წყარო

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სურსათის ეტიკეტი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ