სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedსაფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

ევროკავშირის არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაკონტროლებელი უწყებები არაერთ კოსმეტიკურ-პარფიუმერულ პროდუქტს ავლენენ, რომლებიც საფრთხის შემცველ ნივთიერებას butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს შეიცავს, რაც ამ საქონლის ეტიკეტებზეა მითითებული. მათ შორისაა ისეთი  ცნობილი ბრენდების ნიმუშები, როგორებიცაა პაკო რაბანი, კელვინ კლაინი, არმანი, ივ სან ლორანი, მოშინო და სხვა.

butylphenyl methylpropional (BMHCA)-ის შემცველი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქტის გაყიდვა ევროკავშირში ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა. დადგინდა, რომ ნივთიერების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მუცლად მყოფი ბავშვი. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საფრთხის შემცველი საქონელი ბაზარზე მაინც შეინიშნება.

ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის დღევანდელი შეტყობინება, აღნიშნული და სხვა საფრთხეების სრული სიით, იხილეთ ბმულზე: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000228?lang=EN

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილი ან შესაძენი კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქციის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA).

თუმცა, მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობით ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს პროდუქციის უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს!

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

წყარო

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პირის ღრუს ჰიგიენური რუტინა — ექიმი, სტომატოლოგი, თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე გირჩევთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights