სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

ვიტამინები, მინერალები და სხვა სასურსათო დანამატები

სასურსათო ან დიეტური დანამატები დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული და ადვილადაა ხელმისაწვდომი. მათ შევხვდებით აფთიაქებში, სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტმაღაზიებში და სუპერმარკეტებშიც კი. გამოდის სხვადასხვა დოზებისა და კომბინაციების სასურსათო დანამატები. ისინი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ენზიმებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც მომხმარებელს მიეწოდება აბების, კაფსულების, ფხვნილების ან სითხეების სახით. განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინი, კალციუმი, თევზის ზეთი და სხვა.

რა სარგებლობა მოაქვს სასურსათო დანამატებს? ისინი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანი ჩვეულებრივი კვების დროს შესაძლოა საკმარისი ოდენობით ვერ იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადებების რისკ-ფაქტორები შეამცირონ. ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გონების მუშაობის ან იმუნური სისტემის ხელშესაწყობად, ან სპორტული დატვირთვის გადასატანად. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს ორსულებისათვის, ჩვილებისათვის, მოხუცებისათვის, ვეგანებისათვის და სხვა.

თუმცა, სასურსათო დანამატები წამლები არ არის და კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის არ არის გამიზნული.

ამავე დროს, სასურსათო დანამატების უვნებლობა, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით,  მეცნიერულად უნდა იყოს დადგენილი. ამის საფუძველზე უნდა იყოს შედგენილი მათი ეტიკეტები და ინსტრუქციები, რომლებმაც მათ სწორ მოხმარებას უნდა შეუწყოს ხელი. მაგალითად, ევროკავშირში სასურსათო დანამატების ზემოქმედებას ევროპის სურსათის უვნებლობის უწყება (EFSA) შეისწავლის.

ბევრ სასურსათო დანამატს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, ევროკავშირშიც კი ზოგიერთი მათგანის უვნებლობასა და ხარისხზე გარკვეული ეჭვები არსებობს. მთავარ პრობლემებად მიჩნეულია ქიმიური ან მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უსაფრთხო ზღვრების არსებობა.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასურსათო დანამატები არ გამოდგება ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ჩამანაცვლებლად. ადამიანების უმრავლესობას არც სჭირდება სასურსათო დანამატები, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას საკვებით იღებენ. თითოეული საკვები ნივთიერების მხოლოდ გარკვეული ოდენობაა საჭირო ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის და გადამეტებული მოხმარება შეიძლება უკეთესი სულაც არ იყოს. დიდი დოზებით, ზოგიერთმა ნივთიერებამ შეიძლება უკუჩვენებები და ჯანმრთელობის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. განაგრძეთ კითხვა…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights