გენმოდიფიცირებული სურსათი

0
661
გენმოდიფიცირებული სურსათი
#post_seo_title

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ სავაჭრო ქსელში ბევრი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი იყიდება და ასეთი სურსათი ადამიანისათვის მავნეა.

სურსათი, ძირითადად, იმ მცენარეებისა და ცხოველებისაგან მზადდება, რომელთა მოყვანასა და მოშენებას ადამიანი ათასწლეულების მანძილზე ახდენდა. დროთა განმავლობაში, ადამიანები სოფლის მეურნეობისთვის იმ მცენარეებსა და ცხოველებს ირჩევდნენ, რომლებიც ყველაზე სასურველ თვისებებს ავლენდნენ. ეს იყო, მაგალითად, მცენარეები, რომლებიც უკეთესად უძლებდნენ მავნებლებს, ან მოსავლიანობით გამოირჩეოდნენ. ეს „სასურველი თვისებები“ ბუნებრივად ვლინდებოდა ამ მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკურ შემადგენლობაში.

ბოლო ხანებში, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ცოცხალი უჯრედებისა და ორგანიზმების გენეტიკური შემადგენლობის შეცვლა (მოდიფიცირება). გენეტიკური მასალის მოდიფიცირება ხელოვნურად ხდება, მისთვის ახალი, სასურველი თვისებების მისაცემად. ასეთ ორგანიზმებს „გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს“ (გმო) უწოდებენ.

სურსათსა და ცხოველის საკვებს, რომელიც გმო-ს შეიცავს, ან გმო-სგან იწარმოება, გენმოდიფიცირებული (გმ) სურსათი ან ცხოველის საკვები ეწოდება.

გმ სურსათი ადამიანის მოხმარებისათვის პირველად აშშ-ში 1994 წელს იქნა დაშვებული. 2014-2015 წლებისათვის აშშ-ში დათესილი სიმინდის, ბამბისა და სოიოს დაახლოებით 90% გმ იყო, ხოლო მთელ მსოფლიოში გმ კულტურები 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო გავრცელებული, ძირითადად, ამერიკის კონტინენტზე.

გმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შეუძლიათ მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მავნებლების წინააღმდეგ უფრო მდგრადები არიან და ნაკლები აგროქიმიკატი სჭირდებათ. სხვა გმ კულტურები, პირიქით, სარეველების საწინააღმდეგო აგროქიმიკატებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ვინაიდან ასეთ ქიმიკატებს თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანებაც შეუძლია. გმ სურსათის კიდევ ერთი ნიმუში – ბრინჯის სპეციალური სახეობა „ოქროს ბრინჯი“ იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანებში რკინის დეფიციტის დაძლევას შეუწყოს ხელი, რაც კაცობრიობის 30%-სათვის პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა გმ მცენარე იქმნება ექსტრემალური ამინდისადმი გამძლეობის უზრუნველსაყოფად. კითხვის გაგრძელება…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ