სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს - იწვევს თუ არა ცხელი სასმლის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ...

ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს – იწვევს თუ არა ცხელი სასმლის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას

კლინიკური ონკოლოგი, ელენე მარიამიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა.

ცხელი სასმელების მიღება კულტურული ტრადიციაა ბევრ ქვეყანაში, თუმცა არასწორი ჩვევები ჯანმრთელობაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტემპერატურა, ჭურჭელი და მოხმარების სიხშირე.

რეკომენდაცია: ჩაის ჩამოსხმის შემდეგ მინიმუმ 10 წუთით დაელოდეთ, სანამ დალევთ.


ჩაის შემთხვევაში, ორი მარტივი წესია – რომ ჩამოვასხამთ, 10 წუთის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ. კვირაში ერთხელ ეს ისეთი მავნე არ იქნება. თუმცა, რუტინად ქცეული არ უნდა იყოს. მაგალითად, ირანში კულტურული წესია, რომ ყველა სტუმარს ცხელი სითხეებით უმასპინძლდებიან.

ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭიქას რომ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცხელია და ტემპერატურა უსაფრთხო არ არის. ჩამოსხმიდან 10 წუთი უნდა დაველოდოთ.

ასევე, ჭიქა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭურჭელს, რომელშიც ცხელ სითხეს ვასხამთ, რომ ის ამ მიზნისთვის იყოს გათვლილი”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სკოლასა და ბაღში „შენიღბული“, „დაფარული“ ალერგენები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights