სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება - ინგა მამუჩაშვილი...

თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება – ინგა მამუჩაშვილი რეკომენდაციებს გვიზიარებს

მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი საზოგადოებას მორიგ რეკომენდაციებს უზიარებს.

ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა, აქ ჩემო ძვირფასებო… თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება:
ტკიპის სწრაფი მოცილება:
  • გამოიყენეთ წვრილი პინცეტი. ეცადეთ,რომ ტკიპა ამოიღო მთლიანად, თავის ჩათვლით. არ გამოწიო, არამედ ნელა და სტაბილურად ამოაყოლე კანს.
  • არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი ან სხვ. ნივთიერებები მოცილებამდე — ეს ტკიპას აიძულებს გამოაფრქვიოს ნაწლავის შემცველობა კანში, რაც ზრდის ინფიცირების რისკს (მაგ. ლაიმის დაავადება).
  • დაუმუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით: ბეტადინი,იოდი,წყალბადის ზეჟანგი, სპირტი(მოკლედ რაც გაქვთ)
  • დაიმახსოვრე ტკიპის მოცილების დრო და თარიღი,შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციური დაავადებების მონიტორინგისთვის.
  • დააკვირდით ბავშვს 30 დღე:თუ გამოუვლინდა სიცხე, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი — აუცილებლად მიმართე ექიმს.
  • ტკიპა შეგიძლიათ შეინახოთ პატარა კონტეინერში ლაბორატორიული ანალიზისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი ავად გახდება.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ექიმს შეიძლება დაჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, განსაკუთრებით ენდემურ ზონებში.ნუ ატეხავთ პანიკას,ნუ შეგიპყრობთ შიში,იმოქმედედ მშვიდად (აფორიაქებულებს გაგიჭირდებათ იუველირული მოქმედების შესრულება)ისე ვის აშინებდა ტკიპა წლების წინტკიპები ყოველთვის იყვნენ და კბენდნენ ადამიანებს!!!
უბრალოდ 21-ე საუკუნეა და მეტად ყურადღებიანები გავხდით ინფორმატიულობის გაზრდის გამო და მშიშრები ნერვული სისტემის ლაბილურობის მატებსთან ერთადეს ისე,ხუმრობითდაკვირვება,ყურადღება და ნებისმიერი პრობლემის დროული მონიტორირება ამცირებს დაავადებების რისკებს“ – წერს ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცოდით რომ პირის ღრუს მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს ნაწლავებსა და მონელებაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights