სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირას ნიშნავს მზის დარტყმა და როგორ გავუწიოთ ადამიანს ამ დროს პირველადი დახმარება....

რას ნიშნავს მზის დარტყმა და როგორ გავუწიოთ ადამიანს ამ დროს პირველადი დახმარება. რჩევები

მზის დარტყმა არის იშვიათი, მაგრამ ყველაზე მძიმე სიცხესთან დაკავშირებული დაავადება. ის ჩვეულებრივ ვითარდება, როდესაც ადამიანი სითბური დაკვრის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს.

მზის დაკვრა სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა. მის დროს სიმპტომები შემდეგია: დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, წითელი კანი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან ტენიანი, ცნობიერების დაბინდვა, სწრაფი, სუსტი პულსი, გახშირებული სუნთქვა, ღებინება. მზის

დარტყმა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გაუწიოთ მას პირველადი დახმარება და როგორ მოიქცეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

უპირველესად – სწრაფად გააგრილეთ სხეული დაზარალებულის კისრამდე წყალში მოთავსებით, თუ ეს შესაძლებელია ან მიასხურეთ წყალი, წაუსვით მთელ სხეულზე ყინულივით ცივი წყლით დასველებული პირსახოცი, ხშირად შეცვალეთ ცივი, სველი პირსახოცებით, დაადეთ ყინულიანი ჩანთები, საფენები. თუ არ შეგიძლიათ გაზომოთ ტემპერატურა, სცადეთ სწრაფი გაგრილების მეთოდები 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაზარალებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები:

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების(გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.

  ბევრ რისკს და საფრთხეს თავიდან აგვაცილებს - უნიკალური მეთოდი - გულის დაავადებების რისკების გაგება რამდენიმე წლით ადრეა შესაძლებელი

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაშია ნათქვამი, სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის  08:00 საათიდან 10:00 საათის შემდეგ.

“შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”- წერია რეკომენდაციაში.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მსურველებს რეკომენდაციას აძლევს და ურჩევს, რომ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მზის აბაზანების მიღებას მოერიდონ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ ავიცილოთ თავბრუსხვევა წამოდგომისას მარტივი სავარჯიშოებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights