პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიშენი ექიმი„იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო - არც ერთი მოქალაქე, რომელსაც...

„იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო – არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“-მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე

„არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებაზე, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

„სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამავდროულად, იღებს იმაზე, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ის სტანდარტი, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, დარჩება უცვლელი – იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო. სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დარჩება ეს უცვლელად. მაგრამ რასაკვირველია, ეს იქნება ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფეხებში ტკივილი სიარულის დროს? – ეს შეიძლება იყოს მაღალი ქოლესტერინის პირველი გაფრთხილება!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights