შაბათი, ივლისი 12, 2025
მთავარიშენი ექიმიაღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია - გორის ერთ-ერთ რესტორანში,...

აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია – გორის ერთ-ერთ რესტორანში, თევზში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკს ზრდის

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში, რესტორანში “ერისონი” თევზის შემოწმების შედეგად, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება – ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოაჩინა.

უწყების ცნობით, შემოწმება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა და კალმახის ჯიშის თევზში, რომელიც რესტორან “ერისონს” ჰქონდა, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, 2.2მკგ/კგ რაოდენობის ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოჩნდა.

„ეცნობა ვეტერინარულ დეპარტამენტს; ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა“, – მიუთითებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელსაც თევზის მოშენებისას იყენებენ, როგორც ანტიპარაზიტულ საშუალებას. აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია, რადგან FDA-ს ცნობით, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მალაქიტის მწვანემ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი, ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს, ორგანიზმში გრძელვადიანად გროვდება და აზიანებს ღვიძლს და თირკმელს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - ალცჰაიმერის დაავადებას ორი საკმაოდ გავრცელებული ვირუსის „შეამხანაგება“ იწვევს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights