შაბათი, ივლისი 12, 2025
მთავარიშენი ექიმიაშშ-ში აივ-ინფექციისგან დაცვის ახალი ინექცია დაამტკიცეს

აშშ-ში აივ-ინფექციისგან დაცვის ახალი ინექცია დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გამოყენებისთვის დაამტკიცა აივ-ინფექციის პრევენციის ინიექცია; პრეპარატი წელიწადში ორჯერ კეთდება და კომპანია Gilead Sciences-ის მიერ არის წარმოებული. ამ ნაბიჯს კომპანია დიდ გარღვევას უწოდებს სქესობრივად გადამდები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეპარატი ახდენს აივ-ინფექციის გადადების პრევენციას. ამ სახის მედიკამენტს PrEP-ს (pre-exposure prophylaxis) უწოდებენ და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც არსებობს. თუმცა, ის მხოლოდ აბების სახით იყო ხელმისაწვდომი და საჭირო იყო ყოველდღიური მიღება და ჯერ კიდევ ვერ შეძლო ინფექციის გლობალური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

„ისტორიული დღეა აივ-ინფექციის წინააღმდეგ მიმდინარე ათწლეულებიან ბრძოლაში“, — ამბობს Gilead-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ო’დეი.

Lenacapavir-მა, რომელიც ბაზარზე ბრენდული სახელით Yeztugo გავა, აჩვენა, რომ ზრდასრულებსა და მოზარდებში აივ-ინფექციის გადადების რისკს 99,9 პროცენტზე უფრო მეტით ამცირებს; შედეგად, ის ფუნქციურად უმძლავრესი ვაქცინაა. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights