სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროიმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ...

იმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაზე, მკურნალობით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაზიანებების ადრეულ გამოვლენასა და მათ პრევენციაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს, პროფესიული და აკადემიური წრეების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პაციენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ასეთი პარტნიორობით არის შესაძლებელი.

ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ონკოლოგებმა, ჰეპატოლოგებმა და კარდიოლოგებმა, როგორც საქართველოდან, ისე- თურქეთიდან. ასევე, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მკურნალობის შემდეგ გამოწვეული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კარდიოლოგები და დოქტორანტებიც, რომლებმაც საკუთარი კვლევები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია „კარდიო – ონკოლოგია 2025“ საქართველოს კარდიო-ონკოლოგიის საზოგადოების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights