სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროშეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და...

შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ექიმთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ასევე განიხილეს ის გზები და სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური გახდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights