სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიელექტრონული სიგარეტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან - სწორედ ამ სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება...

ელექტრონული სიგარეტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან – სწორედ ამ სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც ჩაისუნთქავს მომხმარებელი.

ელექტრონული სიგარეტი (ე.წ „ვეიპი“) ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ელემენტი, გახურებადი ნაწილი და კარტრიჯი, რომელიც შეიცავს სითხეს.

სწორედ ამ სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც ჩაისუნთქავს მომხმარებელი.
ელექტრონული სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს, ქიმიურ ნივთიერებებს, დანამატებსა და არომატიზატორებს, რომლებმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს როგორც მომხმარებელს, ასევე გარშემომყოფებს.
• ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა იყოს მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების. არ შეიცავს თამბაქოს, მაგრამ, როგორც წესი, შეიცავს ნიკოტინს.
• ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას – მოხმარების დაუძლეველ სურვილს და აღკვეთის სიმპტომებს.
• ნიკოტინი ზრდის არტერიულ წნევას და, შესაბამისად, კარდიო-ვასკულური გართულებების რისკს.
• შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული რისკები, განსაკუთრებით ბავშვებში, მოზარდებსა და ორსულებში.
• ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც ელექტრონული სიგარეტის სითხეების შემადგენლობაში შედის, ასოცირებულია ფილტვის ქრონიკულ დაავადებებთან და კიბოსთან.
• აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ელექტრონული სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული ფილტვის დაზიანების (EVALI) 2,807 და სიკვდილის 68 შემთხვევა დაფიქსირდა.
• ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
• გახსოვდეთ, ელექტრონული სიგარეტები არ არის უსაფრთხო და არ წარმოადგენს ტრადიციული თამბაქოსათვის თავის დანებების საშუალებას.
შეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რძე – ჯანმრთელობის თეთრი ელექსირი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights