ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმისიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე - მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ...

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე – მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ ვამჩნევთ?

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე —

Cancer-associated Cachexia (კახექსია) — არის მძიმე მეტაბოლური სინდრომი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეების, მაგალითად, პანკრეასის, კუჭის და ფილტვის ავთვისებიან. მისი მთავარი მიზეზებია ორგანიზმში ძლიერი ანთებითი პროცესები, მადის დარღვევა თავის ტვინის დონეზე და კუნთების/ცხიმის მასის კლება. ამ პრობლემის განვითარებას ხელს უწყობს IL-6, GDF-15 და სიმსივნის მიერ ენერგიის გადაჭარბებული მოხმარება.
კახექსიის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გამოსახულებითი/ინსტრუმენტული კვლევები და სისხლის შრატის ბიომარკერები, რადგან ისინი უკეთ გვიხსნის კუნთთა მასის ცვლილებებს. სამკურნალოდ მიმდინარეობს აქტიური კვლევები, რომლებიც აქვეითებენ ანთებასა და აწესრიგებენ მადას—მაგალითად, გრეილინის რეცეპტორის აგონისტები, ანტი-IL-6, ანტი-TNF-alpha ანტი-GDF15 ანტისხეულები.
ექიმებისა და პაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კახექსია არ არის უბრალო წონაში კლება. ესაა რთული მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება დროული შეფასება და ინტერდისციპლინური მიდგომა. ახალი პრეპარატები იძლევა იმედს, რომ მომავალში უკეთ ვუმკურნალებთ ამ მძიმე სინდრომს.
ამრიგად,
კიბოსთან დაკავშირებული კახექსია ძალის და სიცოცხლის გამქრალი „ენერგიაა“. ეს მეტაბოლური სინდრომი განსაკუთრებით გვხვდება ბევრ ავთვისებიან სიმსივნეში და ხშირად სიმსივნის კლინიკურ გამოვლინებამდე.
მთავარი ნიშნებია:
  • უნებლიე წონის დაკარგვა
  • კუნთისა და ცხიმის სწრაფი “დნობა”
  • მუდმივი დაღლილობა
რატომ ხდება?
• სიმსივნური უჯრედეი და სიმსივნის მიკროგარემოს უჯრედები გამოყოფენ IL-6-ს, SAA, TNF-alpha-ს, GDF-15-ს და სხვა პროანთებით ციტოკინებს, რომლებიც ჰიპოთალამუსში მადის ცენტრს ახშობს.
• ცხიმოვან ქსოვილში ლიპოლიზი ჩქარდება, კუნთებში კი MURF-1/Atrogin-1 პროტეოლიზს ააქტიურებს.
• თვითონ სიმსივნე “წვავს” გლუკოზასა და ლაქტატს (Cori ციკლი) და ორგანიზმს გამუდმებით ენერგიას ართმევს.
როგორ ვამჩნევთ?
CT/MRI-მ ან ბიოიმპედანსმა მარტივად შეიძლება აჩვენოს კუნთისა და visceral ცხიმის კლება.
სისხლში პროანთებითი ციტოკინების (IL-6-ს, SAA, TNF-alpha) გამოხატული მატება.
… ანუ კახექსია არ არის უბრალო “დიეტური” პრობლემა – ეს სისტემური წითელი ნიშანია (Alarm), რომლის დროული ამოცნობით შეგვიძლია პაციენტთა ცხოვრების ხარისხისა და გადარჩენის გაუმჯობესება. #OncoEdu #Metabolism
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights