სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა...

„თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ზრუნვა კვლავაც გრძელდება“

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რაც თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენასა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად, – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ახალი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო, ქვეყანაში ახლად ამოქმედებულ, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციას. აღინიშნა, რომ ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ხაზი გაესვა, სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, მსგავსი ტიპის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ზრუნვა კვლავაც გრძელდება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, მათ შორის განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე აქცენტის გაკეთება, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ ჯანმრთელი და თამბაქოსგან თავისუფალი გარემო.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღინიშნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights