სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები...

„პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები და მედიკამენტები, ასევე მოხსნილია ასაკობრივი ზღვარი და შექმნილია“ – ზურაბ ჩიკვილაძე

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, თბილისის მერია 2020 წლიდან ახორციელებს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას.

„დღეისათვის პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა. პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება მაღალტექნოლოგიური კვლევები და მედიკამენტები, ასევე მოხსნილია ასაკობრივი ზღვარი და შექმნილია ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ აღნიშნულ პროგრამაში ყოველგვარი სირთულის გარეშე ჩაერთოს ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია შემცირდეს დაავადების აქტივობა და პროგრამით მოსარგებლე პირებს მიეცეთ სრულფასოვანი ცხოვრების, მუშაობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მელანომის ვაქცინა — რევოლუციური მიდგომა კიბოს მკურნალობაში!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights