ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმი„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილები - თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილები – თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, I მოსმენით განხილავს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მარიამ ლაშხის განმარტებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ერთ-ერთ წარმატებულ კანონად არის მიჩნეული მთელ მსოფლიოში.

„ეს კანონი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მეათე მოწვევის პარლამენტმა მასში ცვლილებები შეიტანა. ყველა იმ პუნქტს მივაღწიეთ, რაც გვქონდა დასახული. კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები. ქვეყანაში, ისევე, როგორც მსოფლიოში, საკმაოდ რთული ვითარებაა ონკოლოგიის მიმართულებით, ასევე რთული ვითარებაა ახალგაზრდების მიერ გამაცხელებელი თამბაქოს მოხმარების კუთხით. სიგარელას პოპულარიზაცია არ შედის არც სახელმწიფოს, არც ჯანდაცვის კომიტეტისა და არც ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესებში“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს და დემენციის განვითარების რისკს ამცირებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights