სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების...

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები. განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტის შედეგები, რასაც გლობალური ფონდის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებს, დაავადებების პრევენციასა და მიზნობრივ მხარდაჭერას.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს გლობალურ დონეზე ძლიერი პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გლობალური ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

მინისტრთან ერთად ორმხრივ შეხვედრებში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც მონაწილეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე: “ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights