ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიახალი კვლევის შედეგები: გაზიანი სასმელი, რომელიც 12 წუთით ამცირებს თქვენს სიცოცხლეს

ახალი კვლევის შედეგები: გაზიანი სასმელი, რომელიც 12 წუთით ამცირებს თქვენს სიცოცხლეს

გაზიანი სასმელი, რომელიც 12 წუთით ამცირებს თქვენს სიცოცხლეს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ახალი კვლევის შედეგები:
ერთი ბოთლი შაქრიანი გაზიანი სასმელის დალევა საშუალოდ 12 წუთით ამცირებს ადამიანის სიცოცხლეს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. ეს მონაცემი დაფუძნებულია კვების ხარისხის ანალიზზე და დაკავშირებულია პროდუქტების გავლენაზე ჯანმთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ქრონიკულ დაავადებებზე.
მიზეზებია:
• მაღალი რაოდენობით შაქარი (გადამუშავებული)
• კონსერვანტები და ქიმიური სტაბილიზატორები
• ხელოვნური არომატიზატორები და საღებავები
• ფოსფორის მჟავა, რომელიც აზიანებს ძვლებს და თირკმელებს
სტატისტიკა და საფრთხეები:
• ყოველწლიურად მსოფლიოში 184,000 სიკვდილი უკავშირდება შაქრიანი სასმელების მოხმარებას (The Lancet, 2015)
• ევროპის ქვეყნებში მოზარდების 60%-ზე მეტი ყოველდღიურად სვამს გაზიან სასმელებს
• საქართველოში 12-18 წლის მოზარდების 37% დღეში 1-ზე მეტ ჭიქას იღებს შაქრიან გაზიან სასმელს (UNICEF Georgia, 2022)
• მსგავსი პროდუქტის ყოველდღიური მოხმარება ზრდის სიკვდილიანობას კიბოსგან, დიაბეტისგან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან
რისკები ჯანმრთელობისთვის:
• ნერვული სისტემის დაზიანება და ქრონიკული დაღლილობა
• ინსულინის რეზისტენტობა და მეორე ტიპის დიაბეტი
• გულის შეტევებისა და ინსულტის მომატებული რისკი
• ბავშვებში — კბილების დაშლა, ჭარბწონიანობა და მეტაბოლური სინდრომი
რატომ უნდა ვთქვათ უარი შაქრიან გაზიან სასმელებზე?
1. თითოეულ ბოთლში დაახლოებით 7-10 ჩაის კოვზი შაქარია
2. იწვევს ანთებით პროცესებს — ქრონიკული დაავადებების გამწვავება
3. ხელს უშლის კალციუმის შთანთქმას — ძვლების დასუსტება
4. ხშირად შეიცავს კოფეინს — რომელიც იწვევს განგაშს, უძილობას და არტერიულ წნევას
ჯანსაღი ალტერნატივები:
• წყალი ლიმონით – ამცირებს შიმშილს და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს
• მწვანე ჩაი – შეიცავს ანტიოქსიდანტებს
• წყალში გაზავებული ალოე ვერას წვენი
• ახალგამოწურული ხილის წვენი (შეზღუდულად)
• კომბუჩა ან მცენარეული ცივი ჩაი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ერთი ბოთლი სოდა – ეს მხოლოდ ტკბილი სასმელი კი არაა. ეს არის ნელი მოწამვლა. უნდა გვახსოვდეს: ჯანმრთელობას არ აქვს ჩასანაცვლებელი ვარიანტი. შაქრიანი გაზიანი სასმელები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის – ამიტომ ოჯახური და სკოლის დონეზე სიფრთხილე აუცილებელია.“
წყაროები:
• The Lancet. Singh GM et al. “Global burden of disease attributable to sugar-sweetened beverage consumption” (2015)
• WHO. Fact Sheet on Sugar-sweetened Beverages (2024)
• CDC. “Sugary Drink Consumption and Health” (2023)
• UNICEF Georgia. Adolescent Nutrition Report (2022)
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ერთი ცხიმიანი საჭმელი — და ტვინში სისხლის მიმოქცევა 4 საათში ირღვევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights