სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება...

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან იქნება სრულად თავსებადი“-მიხეილ სარჯველაძე

„წლის ბოლომდე, ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულად თავსებადი იქნება“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების მიმართულებით, სამინისტროს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან იქნება სრულად თავსებადი. არის რამდენიმე კონკრეტული, მათ შორის, სახელმწიფოს ინიციატივა, რომლის შედეგადაც, დღეს არსებული გამოწვევის მასშტაბი არსებითად შემცირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე გარდატეხას შევიტანთ იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომელიც სექტორში დღეს არსებობს.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, ფსიქიატრიის მიმართულებით არსებულ საკადრო დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს გარკვეული გეგმები,
ამ მიმართულებითაც აქვს.

„ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია ფსიქიატრების დეფიციტი, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გეგმები, თუ როგორ ვითანამშრომლოთ და გავანაწილოთ ის რესურსები, რომლებიც დეფიციტურია. ვფიქრობ, მთავარი და უპირველესი ამოცანა დღეს უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქ, როგორც მოგახსენეთ, კონკრეტული გეგმების განხორციელება არის დაწყებული .“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights