სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც იშვიათ, გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც იშვიათ, გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მუტაციას. საუბარია იმ გავრცელებულ მუტაციაზე, რომელიც მიტოქონდრიულ დნმ-ს აზიანებს.

მიტოქონდრია უჯრედების ენერგიის წყაროა. ის სხეულში მიმდინარე ყველა პროცესისთვის საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს.

მუტაციებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ და მათ წინააღმდეგ წამლები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მიგნება ნამდვილი გარღვევაა [მედიცინაში]“, – განაცხადა იტალიელმა მეცნიერმა კარლო ვისკომიმ.

აღმოჩენილი მოლეკულის წყალობით მეცნიერები ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ. კლინიკურ კვლევას Pretzel Therapeutics-ი უკვე ადამიანებზე ატარებს. იმ შემთხვევაში თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, მეცნიერებს მძიმე გენეტიკურ დაავადებების ნაწილთან ბრძოლა შეეძლებათ, რაც ამ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელია. საუბარია იმ გენეტიკურ დაავადებებზე, რომლებიც POLG გენის მუტაციით არის გამოწვეული. მსგავს დაავადებას მსოფლიოში 10 000-დან ერთ ადამიანს უდგენენ.

მეცნიერების თქმით, ისინი გაოცებულნი დარჩნენ იმით, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა მოლეკულას POLG-ის მუტანტური ფორმების სტაბილიზება და ასევე ჯანმრთელი ცილების აქტივობის შეცვლა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა: საღეჭი რეზინი — მიკროპლასტმასის წყარო ჩვენს პირში?!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights