სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებს მშობიარობის მიღება გზაში მოუხდათ

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებს მშობიარობის მიღება გზაში მოუხდათ

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის გამოძახებისა და ექიმების მიერ გზაში მიღებული წარმატებული მშობიარობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

როგორც ინფორმაციაში არის აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს მშობიარობის მიღება გზაში მოუწიათ.

“დმანისის რაიონული სამსახურის 1-ლმა ბრიგადამ დილით გამოძახება მიიღო, ლოზუნგით – მშობიარობა.

ახალგაზრდა ქალბატონი მესამე შვილზე იყო ორსულად. ბრიგადის ექიმი მარინა მენაბდე უკვე 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და როგორც თავად იხსენებს, მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არაერთი მშობიარობა აქვს მიღებული, მათ შორის ტყუპებიც. გამოძახების ადგილზე მისულმა წამებში შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიგადის წევრები კლინიკაში ტრანსპორტირების პროცესში მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. მარინა ექიმი გვიყვება, რომ სასწრაფოს მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მოჰყვებოდნენ და უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ახლადდაბადებული ბიჭი ნახეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში აქვს სამეანო ნაკრები, რომელსაც ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინა ექიმი სპეციალობით პედიატრი და ნეონატოლოგია”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვალერი ადამაშვილს ახალშობილობაშივე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია - აორტის თაღის პლასტიკა და პარკუჭთაშუა ძგიდის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights