პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარისამინისტროშეხვედრაზე, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს...

შეხვედრაზე, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს საკითხები განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ირმა ხონელიძე ესწრებოდნენ, რომელიც იმავდროულად, გლობალური ფონდის პროექტის დირექტორია.

შეხვედრაზე, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს საკითხები განიხილეს. ისაუბრეს გლობალურ ფონდში წარდგენილ ახალ საგრანტო განაცხადზე და მიმოიხილეს, ფონდის დაფინანსების ფარგლებში, განხორციელებული აქტივობები, რომელთაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, მაღალი შეფასება მიეცა.

შეხვედრაზე, სილვიუ დომენტემ, მინისტრს გააცნო პანდემიის ფონდის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი, მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის დაწყებისთვის განხორციელებული მოსამზადებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს წარადგინა განაცხადი და მაღალი კონკურენციის პირობებში აღნიშნული დაფინანსება მოიპოვა. ქვეყნის შერჩევა განპირობებული იყო ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმებითა და მიღწეული ხელშესახები შედეგებით.

შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ ამჟამად არსებულმა გლობალურმა ტენდენციებმა შესაძლებელია, გავლენა იქონიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოში მიმდინარე საგრანტო პროექტების კონფიგურაციასა და პრიორიტეტებზეც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები, პრიორიტეტული პროგრამების შეუფერხებელ მუშაობას და დაფინანსების უფრო ეფექტიან გამოყენებას ემსახურება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გლობალურ დონეზე პარტნიორობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ გლობალურ ფონდთან პარტნიორობა გაგრძელდება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სფეროში მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ზურაბ აზარაშვილი: „ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights