სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორი შექმნეს, რომელიც ბრინჯის მარცვალზე პატარაა

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორი შექმნეს, რომელიც ბრინჯის მარცვალზე პატარაა

ამერიკელმა მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა (3,5 მმ) კარდიოსტიმულატორი შექმნეს, რომელიც ბრინჯის მარცვალზე პატარაა. ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ეს დროებითი კარდიოსტიმულატორია, რომლის ამოღებასაც ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება და ის გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმში გაიწოვება. ორგანიზმში მისი შეყვანა შპრიცის მეშვეობითაა შესაძლებელი. აპარატი პლასტირის მეშვეობით აქტიურდება, რომელსაც პაციენტის გულმკერდზე ამაგრებენ. არითმიის შემთხვევაში პლასტირი ინფრაწითელ სხივურ იმპულსებს გამოსცემს. სწორედ ეს იმპულსები რთავს კარდიოსტიმულატორს, რომელიც გულის რითმის ნორმალიზებისთვის ელექტრული სიგნალების გენერირებას ახდენს.

მას შემდეგ, რაც კარდიოსტიმულატორი თავის ფუნქციას შეასრულებს (რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე) ის ადამიანის ორგანიზმში გაიწოვება, როგორც ქირურგიული ძაფები. მეცნიერებმა მოწყობილობა ცხოველებზე წარმატებით დატესტეს. ეს მოწყობილობა ექიმებს არა მხოლოდ კარდიოლოგიაში დაეხმარება, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჭრილობების შეხორცების პროცესში და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში არასაკმარისი რკინის მოხვედრით, რაც იწვევს ერითროციტების შემცირებას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights