სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„ეს ინიციატივა შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციით, ვინაიდან მისი სურვილიც იყო, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს კანონით გარანტირებული მექანიზმები ჰქონოდა, მათ შორის, სოციალური დაცვის, დაზღვევის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, კანონისმიერი გარანტიები იყოს შემუშავებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგთან აქვს უშუალო შემხებლობა და მაღალი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ეს ნამდვილად დამატებითი მოტივაცია იქნება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ანტონ ობოლაშვილი და არჩილ გორდულაძე.

ამავე სხდომაზე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.

კომიტეტმა იმსჯელა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან“ საქართველოს გამოსვლის მოთხოვნის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება პეტიციის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაგზავნის შესახებ მისი შემდგომი განხილვის მიზნით.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights