სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიგრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

„მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.“. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემგანაცხადა.

ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში გრიპით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. 

„გრიპი გრიპია, ყველა მისი შტამი მსგავსი სიმძიმისაა. გრიპი, ეს არის ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექცია, რაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები აიცრნენ გრიპის ვაქცინით. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ეს რისკჯგუფებში.

თუ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას და მათ შორის ქართულს, ძირითადად, გრიპით კლინიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. (60 წელს ზემოთ, ორსულები, ბავშვები) თუ ადამიანი შედის რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს. თუ დამძიმდა გრიპი, სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება ერთეულ შემთხვევებში.

სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების შემთხვევები. ახლა საკმაოდ მაღალი გავრცელების ფაზაში ვართ და ბევრი პაციენტია კლინიკებში.

აქცენტი უნდა გავაკეთოთ უპირველესად იმაზე, რომ ვინც რისკჯგუფშია,მნიშვნელოვანია, რომ დროულად  მოხდეს მათი ჯანმრთელობის შეფასება, რათა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანმრთელობის დანამატები, რომლებსაც მეტი შეუძლია, ვიდრე გგონიათ - იცით, როგორ მოქმედებენ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights