პირველი რიგის არვ მკურნალობა

0
43
პირველი რიგის არვ მკურნალობა
#post_seo_title

პირველი რიგის არვ მკურნალობა

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმი მოზრდილებში უნდა შეიცავდეს 2 ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგ რევერს ტრანსკრიფტაზას ინჰიბიტორს (ნრტი ანუ NRTI) და 1 არა-ნუკლეოზიდის ანალოგი რევერს ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორს (ანრტი ანუ NNRTI) ან 1 ინტეგრაზას ინჰიბიტორს (ინტეგრაზას ჯაჭვის გადატანის ინჰიბიტორი, იჰ ანუ INSTI). განსაკუთრებულ გარემოებებში ანრტი და იჰ ნაცვლად შესაძლებელია ბუსტირებული პროტეაზას ინჰიბიტორის (პი ანუ PI) გამოყენება.

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) რეკომენდებულია როგორც უპირატესი არვ რეჟიმი მკურნალობის დასაწყებად (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

თუ TDF + 3TC (ან FTC) + EFV უკუნაჩვენებია ან არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებულია რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ალტერნატიული რეჟიმი (ძლიერი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება):

  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ეფავირენზი (EFV).
  • ზიდოვუდინი (AZT) + ლამივუდინი (3TC) + ნევირაპინი (NVP).
  • ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + ნევირაპინი (NVP).

ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტრიციტაბინი, FTC) + დოლუტეგრავირი (DTG) ან ტენოფოვირი (TDF) + ლამივუდინი (3TC) (ან ემტირიციტაბინი, FTC) + ეფავირენზი (EFV) 400 მგ/დღეში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირველი რიგის ალტერნატიულ რეჟიმად (პირობითი რეკომენდაცია, ზომიერი ხარისხის მტკიცებულება).

პირველი რიგის არვ მკურნალობის რეჟიმები მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ორსულ/მეძუძურ ქალებში

პირველი რიგის არვ მკურნალობა პირველი რიგის უპირატესი რეჟიმი პირველი რიგის ალტერნატიული რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + DTG

TDF + 3TC (ან FTC) + EFV400

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

ორსული/მეძუძური ქალები TDF + 3TC (ან FTC) +EFV AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + NVP

ABC და ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3-დან 10 წლამდე ბავშვები ABC + 3TC + EFV ABC + 3TC + NVP

AZT + 3TC + EFV (ან NVP)

TDF + 3TC (ან FTC) + EFV (ან NVP)

ბუსტირებული PI შემცველი რეჟიმები

3 წლამდე ბავშვები ABC (ან AZT) + 3TC + LPV/r ABC (ან AZT) + 3TC + NVP
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ