სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, შრომით ურთიერთობებზე იმსჯელეს

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, შრომით ურთიერთობებზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, შრომით ურთიერთობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძემ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ანა მარია შიკოს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, უწყება მზადაა, განიხილოს უნგრეთის მხარის ინიციატივა შრომითი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მთავრობების პარტნიორობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა, ურთიერთობები კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობასა და დასაქმება-შრომის მიმართულებით, კონკრეტული პროგრამების შემუშავებაზე, განიხილეს პარტნიორობის პერსპექტივები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი; სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე; შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე. ასევე – საქართველოში, უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე ჯორჯ მოჩი; უნგრეთში ეკონომიკის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებით ადამიანური რესურსების მართვის კომპანიების ხელმძღვანელები.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights