სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, 45-წუთიანი რეანიმაციის შედეგად, ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა

ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა, 45-წუთიანი რეანიმაციის შედეგად, ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა

“ბათუმის №4412 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “ტკივილი მუცლის არეში” მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი დახვდა, რომელსაც იმ მომენტისთვის ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.

პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ანამნეზის შეკრების პროცესში ეჭვი გულის პრობლემაზე მიიტანა, რაც კარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტით დადასტურდა.

პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო პრეპარატების მიწოდება. პროცესში მოულოდნელად ქალბატონმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მონაცვლეობით ფიქსირდებოდა ასისტოლია და ფიბრილაცია. პარალელურად უტარდებოდა ადეკვატური ვენტილაცია ამბუს პარკით. ამ დროს წამოვიდა სინუსური რითმიც.

ბრიგადას წევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს პაციენტის გადაყვანა საკაცით. გადაყვანის პროცესში სადარბაზოში ისევ გაჩერდა გული, თავიდან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც მეორედ აღდგა გულის მუშაობა.

კლინიკაში გადაყვანის დროსაც იგივე განმეორდა, პარამედიკოსმა დავით ჩახვაძემ ამჯერადაც წარმატებით შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.

რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 45 წუთამდე გაგრძელდა, პარამედიკოსს 7-ჯერ დასჭირდა ელექტოშოკის გამოყენება.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც გონს მალევე მოვიდა. ნევროლოგიური დეფიციტი არ დაფიქსირდა. ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება: პარამედიკოსი დავით ჩახვაძე, ექთანი ნანა ცინცაძე, მძღოლი ირაკლი ტარიელაძე”, – წერს გვერდი “შენი სიცოცლის გადასარჩენად”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული“ - ივანე ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights